Loading data...
რუსეთმა კიევში დნეპრზე მდებარე საკვანძო ხიდი ზედიზედ მესამედ დაბომბა

„რუსეთმა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდზე იერიში მიიტანა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

3 ოქტომბერს, დილით, კიევში აფეთქებები ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე გაისმა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქში დრონების მოახლოების შესახებ.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილი და ტროლეიბუსების საკონტაქტო ელექტროგადამცემი ხაზები. დარტყმის შემდეგ ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. დაზიანების სრული მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, ეს უკრაინის დედაქალაქის მნიშვნელოვან ხიდზე რუსეთის მიერ ზედიზედ მესამე შეტევაა. 2 ოქტომბერს რუსულმა დრონმა დნეპრზე მდებარე სამხრეთის ხიდს დაარტყა.