Loading data...
რუსეთმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანა, დაიღუპა 4 ადამიანი - უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ შანკო ავრცელებს. 

მოგვიანებით შანკომ დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

მისივე თქმით, რუსეთის იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა.

„კაცმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებს შანკო. 

უკრაინული მხარე იტყობინება, რომ რუსეთმა ხერსონში საავიაციო ბომბები გამოიყენა.