Loading data...
რუსეთმა ხარკოვზე მასშტაბური შეტევა დაიწყო - უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა დრონებით მასშტაბური შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი იტყობინებიან. 

ტერეხოვის თქმით, 16 უპილოტო საფრენი აპარატი ხოლოდნოგორსკის რაიონში დააფიქსირეს. 

სინეგუბოვის თქმით, რუსების უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ხარკოვში ხანძარი გაჩნდა. 

ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფებია მობილიზებული.