1745324210
უცხოეთი
რუსეთმა ხარკოვს „შაჰედებით“ შეუტია, არიან დაშავებულები - უკრაინული მედია

რუსეთმა ხარკოვს „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონებით შეუტია, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა და ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე განაცხადეს.
ტერეხოვმა აღნიშნა, რომ დრონებმა ხარკოვის ოთხ უბანს დაარტყეს.
„წინასწარი შეფასებით, ქალაქზე 12 დარტყმა განხორციელდა. ზოგიერთ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. შეტევა გრძელდება“, - განაცხადა ტერეხოვმა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ავიაიერიში ქალაქის სალტოვსკის, ნოვობავარსკის, კიევსკის და შევჩენკოვსკის რაიონებზე მიიტანა.
სინეგუბოვის თქმით, ქალაქის კიევსკის რაიონში გზის საფარზე დარტყმა დაფიქსირდა. დაბომბვის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი.