1794992665
უცხოეთი
რუსეთმა ხარკოვის ოლქში ბაზარზე საჰაერო იერიში მიიტანა - დაშავდა 12 ადამიანი
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ ზლატაპოლში ბაზარზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბიჭი. მედიკოსები საჭირო დახმარებას უწევენ“,-განაცხადა სინეგუბოვმა.
ქალაქ ზლატაპოლის მერის ნიკოლაი ბაკშეევის თქმით, დაშავებულებიდან 4 ადამიანის მდგომარეობა, მძიმეა.