1792184007
უცხოეთი
რუსეთმა ხარკოვი დღის განმავლობაში ორჯერ დაბომბა - უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე დღის განმავლობაში მეორედ მიიტანეს საჰაერო იერიში.
როგორც ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება, ხარკოვში ნემიშლიანსკის რაიონზე დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშებიც არიან.
ამასთან, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვში, სლობოდსკის რაიონზეც.