1742828731
უცხოეთი
რუსეთმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა - 65 დაშავებულიდან 14 ბავშვია

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ სუმზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა და სკოლა, წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 65 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერ, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.
კობზარის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 ბავშვია.
გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 24 მარტს რუსულმა ძალებმა სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.