Loading data...
რუსეთმა ჰელსინკის კომისია „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში ჩაიწერა.

შესაბამისად, რუსეთში იკრძალება ჰელსინკის კომისიის მუშაობა, ხოლო მასთან თანამშრომლობისთვის, რუსეთის მოქალაქეებზე შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა გავრცელდეს. 

„[კომისიის] აქტივობები მიზნად ისახავს რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, ორგანიზაციის წევრები მასიურად ავრცელებენ მასალებს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაში.

პროკურატურის გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ორგანიზაციის მიერ, საკუთარ ვებგვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი მიმართვა, დაეშვა უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემების გადაცემა.