რუსეთმა გერმანიის სანაპიროსთან სამხედრო ხომალდი გადაისროლა
რუსეთმა გერმანიის სანაპიროსთან წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდი, „ადმირალი ლევჩენკო“ გააგზავნა, რომელიც ჩრდილოეთ ფლოტის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გემია. ის გერმანიის ფემარნის კუნძულთან იყო დაფიქსირებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ განუცხადებია, თუ რატომ გადაინაცვლა „ადმირალმა ლევჩენკომ“ ბარენცის ზღვიდან ბალტიის ზღვაში. გერმანული გამოცემა, Kieler Nachrichten ვარაუდობს, რომ ეს ხომალდი იმავე კლასის საბრძოლო გემს, „სევერომორსკს“ ჩაანაცვლებს. „სევერომორსკი“ ფერნან ბელტის სრუტეში პატრულირებდა, რომელიც დანიასა და გერმანიას შორის მდებარეობს.
„სევერომორსკი“ ასევე ჩრდილოეთ ფლოტს ეკუთვნის და მან პოზიცია ივლისის ბოლოს დატოვა. მეთაურობამ განაცხადა, რომ „გემმა დავალებების შესრულება დაასრულა“. „სევერომორსკის“ წასვლის შემდეგ ამ ადგილას რუსული კორვეტი „სოობრაზიტელნი“ დარჩა. ახლა მას წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდიც შეუერთდა.