1749204990
უცხოეთი
რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას 450-ზე მეტი საჰაერო თავდასხმის იარაღით შეუტია - უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა უკრაინას გასულ ღამეს 452 საჰაერო თავდასხმის იარაღით - დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამზე იტყობინებიან.
კერძოდ, მოწინააღმდეგემ Shahed-ის ტიპის 407 თავდასხმის დრონით და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორებით შეუტია უკრაინის სხვადასხვა ქალაქს.
გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან უკრაინის მიმართულებით 6 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
უკრაინულმა ძალებმა რუსების 199 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 169 დრონმა ადგილამდე ვერ მიაღწია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო დრონების ფრაგმენტები 19 ლოკაციაზე ჩამოვარდა.