Loading data...
რუსეთმა გააძლიერა სამხედრო მოქმედებები უკრაინაში - ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მზადყოფნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

რუსეთმა გააძლიერა სამხედრო აქტივობა უკრაინაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, რაც ასახავს რუსეთის ხელმძღვანელობის სურვილს, მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მზადყოფნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გერტ კაიუმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაზე აქტიურად დონეცკის რეგიონში აგრძელებს მოქმედებას. პოკროვსკის მიმართულებით, ბოლო კვირის ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა დობროპოლიე-პოკროვსკის ღერძის გასწვრივ რუსული ჯარების წინსვლა იყო.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში რუსული ქვედანაყოფები შეეცდებიან მიღწეული წარმატებების კონსოლიდაციას დამატებითი ძალის მხარდაჭერის და დრონების დარტყმების გამოყენებით.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კურსკის მიმართულებით დანაყოფების ნაწილობრივ როტაციას დაიწყებს.

შესაძლებელია, რომ უახლოეს კვირებში დანაყოფები დონეცკის ან ზაპოროჟიეს რეგიონებში გადანაწილდეს, დონეცკის რეგიონის სრული აღებისთვის.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის პრიორიტეტებზე დონეცკის რეგიონთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კაიუმ.