1789546843
უცხოეთი
რუსეთმა ერთი თვით დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა გააგრძელა
რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამ გადაწყვეტილებამ შიდა ბაზარზე საწვავის საკმარისი მიწოდება უნდა უზრუნველყოს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საექსპორტო შეზღუდვების დროს გათვალისწინებულია ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე არსებული სიტუაცია, საწვავის წარმოების მოცულობა და მისი მარაგები.
რუსეთის ხელისუფლებამ დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა 2025 წლის სექტემბრის ბოლოს დააწესა. თავდაპირველად ის ნავთობის ქარხნებსა და ტრეიდერებზე ვრცელდებოდა, რომლებიც წელიწადში 1 მლნ ტონა საწვავს აწარმოებენ. შემდეგ შეზღუდვები რამდენჯერმე გააგრძელეს. ასევე რუსეთში 2027 წლის 31 იანვრამდე ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვაც მოქმედებს.