1781794278
უცხოეთი
რუსეთმა და უკრაინამ ცხედრები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ცხედრები გაცვალეს. რუსეთმა უკრაინას 522 ცხედარი, ხოლო უკრაინამ რუსეთს 33 ცხედარი გადასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ტყვეთა საკითხებში უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ცხედრებს აუცილებელი ექსპერტიზა და იდენტიფიკაცია ჩაუტარდებათ.
ტყვეთა გაცვლა რუსეთის მხრიდან სახელმწიფო დუმის წევრმა, შამსაილ სარალიევმა დაადასტურა.
ცხედრების წინა გაცვლის დროს რუსეთმა უკრაინას 528 ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინამ რუსეთს - 41 ცხედარი. ცხედრების გაცვლა მუდმივი პროცესია და ის სტამბოლში ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორციელდება.