Loading data...
რუსეთმა და უკრაინამ, შესაძლოა, აღდგომამდე 500-მდე ტყვე გაცვალონ - Sky News

რუსეთი და უკრაინა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით 19 აპრილს, ტყვეებს გაცვლიან. იუწყება Sky News.

როგორც მედია წერს, გაცვლის ფარგლებში, დაბრუნდება თითქმის 500 რუსი და უკრაინელი ტყვე, ასევე, 46 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე.

ამავე ცნობით, გაცვლა თითოეული მხრიდან 246 ტყვეს შეეხება. ეს მოხდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადების ფონზე, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ უარს იტყვის რამდენიმე დღეში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობებზე, თუ არ იქნება აშკარა ნიშნები ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.