1777917823
უცხოეთი
რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
„რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც რუსული მხარის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მიღებულია დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების დღის აღსანიშნავად.
„ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე ამ მაგალითს მიჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ უკრაინა „გამარჯვების დღის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით“ მოსკოვზე იერიშს მიიტანს, მაშინ რუსეთი კიევის ცენტრს დაარტყამს.