1753291139
უცხოეთი
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სტამბოლში შეხვედრა დაიწყო - რუსული მედია

რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელები, ვლადიმერ მედინსკი და რუსტემ უმეროვი, ჩირაგანის სასახლეში პირისპირ შეხვედრას მართავენ. ამის შესახებ TASS-ს წყარომ განუცხადა.
„რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელები ჩირაგანის სასახლეში ორმხრივ შეხვედრას მართავენ. შეხვედრა პირისპირ იმართება“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.
მანამდე TASS-ის წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები შეხვედრის ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ჟურნალისტებს მათი მისვლა არ უნახავთ.