რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან სატელეფონო საუბარი გამართა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
„[ლიდერებმა] განიხილეს რუსეთ-სირიის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. გამოითქვა მზადყოფნა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფოს მეთაურებმა ასევე განიხილეს სირიაში არსებული ვითარება. პუტინმა სირიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ 2026 წლის 9 აგვისტოს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ჰმეიმისა და ტარტუსის ბაზებზე რუსეთის სამხედრო ყოფნის რეორგანიზაციას ითვალისწინებს და შეთანხმდნენ სხვადასხვა დონეზე კონტაქტების გაგრძელებაზე.