რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Euroclear-ს მოსკოვის სასამართლოში უჩივლა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ბელგიის დეპოზიტარს, Euroclear-ს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა მასში არსებული რუსული აქტივების გამოყენების საქმის გამო. რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ ევროკომისიის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის ნებართვის გარეშე მისი აქტივების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების მექანიზმებს უკანონო უწოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის მის ფულს და ფასიან ქაღალდებს ვერ იყენებს, რაც ფულად ზარალს იწვევს.
რუსეთის ცენტრალური ბანკი ევროკავშირის მიერ მისი აქტივების გამოყენების საკითხს ყველა კომპეტენტურ ორგანოში გაასაჩივრებს. მათ შორის საუბარია ნაციონალურ სასამართლოებზე, უცხოური ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სასამართლო ორგანოებზე, არბიტრაჟებზე და სხვა საერთაშორისო სასამართლო სტრუქტურებზე.
11 დეკემბერს დანიამ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, განაცხადა, რომ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებს შორის უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხი შეთანხმებულია. პირველ ეტაპზე იგეგმება გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიხედვით ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების მოსკოვისთვის დაბრუნება უვადოდ იკრძალება. ამით გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა ვეტოს გამოყენებით რუსეთის აქტივებზე ბლოკის მოხსნას მიაღწევდა. ამჟამად ეს ფული ევროკავშირის სანქციებით არის დაბლოკილი, რისი ერთხმად გაგრძელება ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდება.