Loading data...
რუსეთის თავდაცვის უწყება: დარტყმა განხორციელდა რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის თავდასხმების საპასუხოდ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებსა და „მათი ინტერესებისთვის გამოყენებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე“ მასშტაბური სარაკეტო და დრონული დარტყმა განახორციელეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, დარტყმა განხორციელდა რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის თავდასხმების საპასუხოდ.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ახალი თავდასხმის დროს რუსეთმა 70-ზე მეტი რაკეტა და 450 დრონი გამოიყენა, ხოლო უკრაინის საჰაერო ძალებმა 27 რაკეტისა და 31 თავდასხმის დრონის დარტყმები დააფიქსირეს.

კიევში ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 1000-ზე მეტი სახლი კვლავ გათბობის გარეშე დარჩა. 

რაც შეეხება ხარკოვს, ქალაქში 800-ზე მეტი საცხოვრებელ შენობას გათბობა არ მიეწოდება.