Loading data...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინის 1000-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის 15 რეგიონში უკრაინის 1246 დრონი ჩამოაგდეს. 

რუსული მხარის ცნობით, ჩამოგდებული დრონების რაოდენობა წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ომის დაწყებიდან დრონების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული წლის შემოდგომაზე, 17 ნოემბრის ღამეს ჩამოაგდეს. დრონების რაოდენობა 1400-ზე მეტი იყო. 

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის ძალებმა 123 დრონი ჩამოაგდეს ჩამოაგდეს.