Loading data...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 70-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინელების 75 დრონი ჩამოაგდეს. 

ამავე ინფორმაციით, ვოლგოგრადის რეგიონში 49 დრონი ჩამოაგდეს, ანექსირებული ყირიმის თავზე - შვიდი, ვორონეჟის რეგიონში - ექვსი, როსტოვის რეგიონში - ოთხი, ბელგოროდის რეგიონში - სამი, ორი - ორიოლის რეგიონში და თითო-თითო დრონი მოსკოვის, კურსკის, ლიპეცკის და ტამბოვის ოლქებში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ვოლგოგრადში უკრაინულმა დრონმა საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

„ვოლგოგრადის აეროპორტში, ისევე როგორც სხვა რეგიონების აეროპორტებში, ავიარეისებზე შეზღუდვები დაწესდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.