Loading data...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინელების 41 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსული მხარის ცნობით, სამარის ოლქში ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ყირიმში 9 დრონი ჩამოაგდეს, სარატოვის ოლქში - რვა, ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებში - შვიდი და კრასნოდარის ოლქში 1. 

გასულ ღამეს კრასნოდარის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონის დარტყმამ ტემრიუკის საზღვაო პორტი დააზიანა და ხანძარი გამოიწვია.