1762667915
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინელების 44 დრონი ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში, 8 ნოემბერს, 23:00 საათიდან [მოსკოვის დროით] 9 ნოემბერს, დილის 7:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 44 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 43 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე და 1 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.