1773391769
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 170-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 176 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ანექსირებული სევასტოპოლის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა ქალაქზე უკრაინელების დრონების იერიშს „ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი“ უწოდა.
„სულ 53 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მსხვერპლი არ არის“, - აცხადებს რაზვოჟაევი.
მისივე თქმით, დარტყმის ტალღამ ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები ჩაამსხვრია, ეზოში მდებარე ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო დრონის ფრაგმენტმა სხვა მისამართზე მდებარე შენობის სახურავი დააზიანა.