Loading data...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 150-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს უკრაინელების 155 დრონი ჩამოაგდეს. 

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ასევე ყირიმსა და შავ ზღვაზე. 

ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, სამარის ოლქში, ქალაქ სიზრანში უკრაინელებმა იერიში მიიტანეს. 

„დრონის თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა“, - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.