1771564281
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 140-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინელების 149 დრონი ჩამოაგდეს.
რუსული მხარის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში 57, შავი და აზოვის ზღვების თავზე - 52, ყირიმში 20, კრასნოდარის ოლქში 17, როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში თითო თითო დრონები ჩამოაგდეს.
სევასტოპოლის „ხელისუფლებამ“ განაცხადა, რომ ქალაქში დრონით თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა.
ამასთან, „როსავიაციის“ წარმომადგენელმა თქვა, განაცხადა, რომ ვოლგოგრადის, კრასნოდარის, გელენჯიკისა და სოჭის აეროპორტებში ფრენები აღდგა.