1761725757
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 100 დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, კერძოდ, ბრიანსკის ოლქთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონის გუბერნატორის განცხადებას ეხება.
როგორც „ბიბისი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, გასულ ღამეს 100 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ყველაზე მეტი - 46 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
რუსული მხარის ინფორმაციით, გასულ ღამეს ბრიანსკის ოლქში უკრაინული დრონის იერიშის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.