Loading data...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 100-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 102 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დრონები ბელგოროდში, კურსკში, ვორონეჟში, როსტოვში, ვოლგოგრადში, პენზაში, ულიანოვსკსა და სამარის ოლქებში, ასევე კრასნოდარის მხარეში, აზოვის ზღვასა და ყირიმში ჩამოაგდეს.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დრონებით იერიშთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს განცხადება არ გაუკეთებია.