Loading data...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან 142 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

უკრაინულმა დრონებმა საჰაერო იერიში განახორციელეს მოსკოვზე, მოსკოვის ოლქზე და რუსეთის 9 რეგიონზე. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთო ჯამში „თვითმფრინავის ტიპის“ 142 დრონი იყო განადგურებული. ყველაზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკისა და კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.

დრონების იერიშის გამო მოსკოვის ოთხივე აეროპორტში რეისების მიღება და გაფრენა შეჩერდა. ვნუკოვოს აეროპორტში 50 რეისი იყო გაუქმებული.

თავის მხრივ, უკრაინული მხარის ცნობით, მან ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში 39 დრონი ჩამოაგდო. 9 ლოკაციაზე 13 დრონის და მათი ნამსხვრევების აფეთქება დაფიქსირდა.