1791117636
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე მასობრივი დარტყმები გაიზრდება
რუსეთის შეიარაღებული ძალები გააძლიერებენ დარტყმებს კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გააკეთეს, რაც 3 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე თავდასხმებს გაზრდის.
„ამ მუქარის საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე მასობრივ დარტყმებს გაზრდის, კერძოდ, კიევის რეჟიმის ლიდერის ქმედებების საპასუხოდ.უკრაინელმა ხალხმა ამაში მხოლოდ კიევის რეჟიმის მეთაური უნდა დაადანაშაულოს. ზელენსკის სრული პირადი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.