Loading data...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული დრონებისა და რაკეტა „ფლამინგოს“ მწარმოებელ კომპანიაზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს კიევზე იერიშის დროს, სხვა ობიექტებთან ერთად იერიში მიიტანეს საწარმო „კიევი 111“-ზე, რომელიც აწარმოებს სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების - „ფლამინგოს“ კომპონენტებსა და საბრძოლო ნაწილებს. 

ამავე ცნობით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს საპოხი მასალების საწყობი.

კიევის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქის ორ რაიონში ხანძარი გაჩნდა: გოლოსეევსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობაში, ხოლო ობოლონსკის რაიონში - საწვავის ავზებში.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კომპანია Fire Point-ი არის კერძო დეველოპერი და მწარმოებელი, რომელიც უშვებს უპილოტო საფრენი აპარატების სხვადასხვა მოდელს და ახალ უკრაინულ რაკეტა - „ფლამინგოს“.

კომპანიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.