Loading data...
რუსეთის სმოლენსკის ოლქზე დრონებით თავდასხმამ ენერგეტიკულ ობიექტებზე ხანძარი გამოიწვია

რუსეთში, სმოლენსკის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკისა და იარცევსკის რაიონებში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ამის შესახებ TASS რეგიონის გუბერნატორ ვასილი ანოხინზე დაყრდნობით წერს. 

„წინასწარი ცნობით, მომხდარი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევამ გამოიწვია“, - წერს ანოხინი Telegram არხზე.

მედიის ცნობით, შეტევა 24 აპრილის ღამეს განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძრები გაჩნდა საწვავისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე, ნავთობის საცავსა და ნოვოლიპეცკის მეტალურგიული ქარხანაში.