Loading data...
რუსეთის სამარის ოლქში დრონების შეტევის გამო ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს დრონებით შეუტიეს. სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სამარის ოლქის გუბერმატორის, ვიაჩესლავ ფიოდორიშევის ცნობით, დრონების იერიში საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე იყო მიმართული.

როსტოვის ოლქის დასახლება მილეროვოში დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და მის ეზოში მდგარი ტექნიკა. ასევე დაზიანდა კერძო სახლი და გარაჟი.

კურსკის ოლქში იერიში მიტანილი იყო ქალაქ რილსკში არსებულ ელექტროქვესადგურზე. რეგიონის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ხინშტეინის ცნობით, ორი საქვაბე მწყობრიდან გამოვიდა და 3000 ადამიანი დენის გარეშე დარჩა.