Loading data...
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მოსკოვის მიმართ მნიშვნელოვნად შეცვალა ჯო ბაიდენის გუნდის კურსი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთს შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სწორი მიმართულებით. ამის შესახებ რიაბკოვმა ვალდაის კონფერენციაზე განაცხადა. 

ამასთან, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდის კურსი.

სერგეი რიაბკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებას „ დიდი დრო, ორივე მხარის გულწრფელი ვალდებულება და უზარმაზარი შრომა დასჭირდება“.