რუსეთის საგარეო უწყება: ვენესუელას უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი გარე ჩარევის გარეშე
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ვენესუელაში არსებული პრობლემები კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების პატივისცემით უნდა მოგვარდეს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რუსეთის ურყევ სოლიდარობას ვენესუელელი ხალხისა და მთავრობის მიმართ. წარმატებებს ვუსურვებთ პრეზიდენტის ვალდებულებების შემსრულებელს დ.როდრიგესს ამოცანების მოგვარებაში, რომლებიც ვენესუელის რესპუბლიკის წინაშე დგას.
ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ვენესუელას უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე.
თანმიმდევრულად მხარს ვუჭერთ შექმნილი ვითარების დეესკალაციას და ნებისმიერი არსებული პრობლემების კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, უპირველეს ყოვლისა გაეროს ქარტიის, პატივისცემით მოგვარებას“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.