რუსეთის საგარეო უწყება - პოლონეთი განზრახ აგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების ძირის გამოთხრას

კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით პოლონეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, პოლონეთი განზრახ აგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების ძირის გამოთხრას.
„პოლონეთი განზრახ აგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების ძირის გამოთხრას და მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამ არაადეკვატურ ნაბიჯებზე ადეკვატური პასუხი მალე იქნება“, - აცხადებს მარია ზახაროვა.
ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ვარშავაში სავაჭრო ცენტრის დაწვაში რუსეთის დაზვერვის სამსახურების მონაწილეობის მტკიცებულებების არსებობის გამო, კრაკოვში რუსეთის საკონსულოს ფუნქციონირების ნებართვის გაუქმებას აპირებს.