1788325940
უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება გერმანიაში რუსეთის საკონსულოსა და „რუსეთის სახლის“ დახურვის გადაწყვეტილებაზე: გერმანიამ საფრთხე შეუქმნა სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს მუშაობას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო ბონში რუსეთის საკონსულოს, ხოლო ბერლინში კი, „რუსეთის სახლის“ დახურვას, გამოეხმაურა.
გრუშკოს განცხადებით, გერმანიის გადაწყვეტილებამ ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში კი „რუსეთის სახლის“ დახურვასთან დაკავშირებით საფრთხე შეუქმნა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას და გოეთეს ინსტიტუტის ფუნქციონირებას.
„არა მხოლოდ“, - თქვა გრუშკომ, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუქმნა თუ არა გერმანიამ საფრთხე თავისი გენერალური საკონსულოსა და გოეთეს ინსტიტუტის მუშაობას.
მისივე შეფასებით, გერმანია ესკალაციის გზას დაადგა და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების შემცირება არ გამორიცხა.