1772612654
უცხოეთი
რუსეთის როსტოვის ოლქში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
რუსეთის როსტოვის ოლქში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარმა ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ინციდენტი მილეროვოს აეროდრომის მახლობლად მოხდა, როდესაც ამ და სხვა ობიექტებზე უკრაინული დრონების მასიური შეტევა მიმდინარეობდა. „მეგობრული ცეცხლით“ ვერტმფრენის ჩამოგდებაზე რუსი სამხედრო ბლოგერებიც წერენ.
ამ წყაროების ცნობით, შვეულმფრენის ეკიპაჟი დაიღუპა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას არ დაუდასტურებია.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა 348 საბრძოლო ვერტმფრენი დაკარგა.