1754213493
უცხოეთი
რუსეთის რეგიონებსა და შავ ზღვაზე ღამით 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - რუსული მედია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გასულ ღამეს რუსეთის რეგიონებსა და შავი ზღვის თავზე 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, 93 უკრაინული დრონიდან 18 ვორონეჟის რეგიონში განადგურდა.
ვორონეჟის გუბერნატორის ალექსანდრე გუსევის თქმით, დრონებით იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა სოჭში მდებარე ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში განახორციელეს.