Loading data...
რუსეთის რეაქტიულმა დრონებმა ოდესის ცენტრზე იერიში მიიტანეს - უკრაინული მხარე

რუსული ძალების რეაქტიულმა დრონებმა ოდესის ცენტრში მრავალსართულიან ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, ხუთი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. 

კიპერის ინფორმაციით, შენობის ფასადი და მინები დაზიანდა, რამდენიმე სართულზე კი ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც ამ დრომდე მიმდინარეობს.

„რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს ოდესას და ქალაქის პორტის ინფრასტრუქტურას, სამიზნედ კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ ობიექტებს და მათ მხარდამჭერებს ასახელებენ“, - წერს უკრაინული მედია.