1779348435
უცხოეთი
რუსეთის ქალაქ სიზრანში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 2 ადამიანი
რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით იტყობინება.
ამავე ცნობით, სიზრანში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
სამარას ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ ფედორიშჩევის თქმით, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციისთვის, სიზრანში მდებარეობს ნავთობის გადასამუშავებელი დიდი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული.