Loading data...
რუსეთის ფედერაცია წინ მიიწევს, უკრაინელები დაღლილები არიან - The Times

Storm Shadow რაკეტები და მათი გამოყენების ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ შეცვლის უკრაინაში ომის მიმდინარეობას, - ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი ცენტრის დირექტორმა მეთიუ სავილმა განაცხადა, წერს The Times.

„Storm Shadows-ის გავლენა საკმაოდ შეზღუდული იქნება და ძირითადად გამოყენებული იქნება კურსკის რეგიონის გარშემო. ეს არის მწირი რესურსი, ისინი [უკრაინა] მას ყურადღებით ეპყრობიან“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ამავდროულად, ხაზგასმულია, რომ დიდი ალბათობით, უკრაინის წარმატებები რუსეთის კურსკის ოლქში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოლაპარაკებებში „საკვანძო კოზირი“ გახდება, რუსული ჯარების აქტიური წინსვლის გათვალისწინებით უკრაინის აღმოსავლეთში.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული პროგრესის ტემპი დაჩქარდა. უკრაინელები დაღლილები არიან. ისინი ფიზიკურად და მორალურად დაღლილები არიან“, - დასძინა სავილმა.

როგორც The Times წერს, რუსეთი კოლოსალურ დანაკარგს განიცდის, მაგრამ, ამის მიუხედავად, წინსვლას განაგრძობს. 

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ფრონტზე ვითარება დიდწილად იქნება დამოკიდებული ზამთრის ამინდზე. როგორც სავილმა თქვა, უკრაინას შედარებით კარგი ზამთრის იმედი აქვს, რამაც უნდა შეანელოს რუსული ჯარების წინსვლა. თუ ძალიან ცივა, მიწა გაიყინება და ეს გაამარტივებს რუსული ჯარების წინსვლას.

„მაშინაც კი, თუ ტრამპმა მოახერხა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება, არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი ან უკრაინა ითანამშრომლებენ. ამ მხრივ, რუსეთი დაინტერესებულია კონფლიქტის გახანგრძლივებით, რათა მეტი სარგებელი მოიპოვოს“, - დასძინა The Times-მა.