Loading data...
რუსეთის პატრიარქი: საუბრები ბირთვული ომის შესაძლო დაწყებაზე, სულიერი თვალსაზრისითაც სასარგებლო არ არის

რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადებით, გადაჭარბებული განგაში და სპეკულაცია ბირთვულ ომის თემაზე სულიერი თვალსაზრისით სასარგებლო არ არის.

როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა რუსეთის სახალხო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, „ამ გზით კაცობრიობის მტერი ცდილობს ხალხის გულებში დაბნეულობა და შფოთვა დათესოს.“ 

„კაცობრიობის მტერი ცდილობს ადამიანთა გულებში დაბნეულობა და შფოთვა დათესოს, რათა მათი ნება დაამდაბლოს და გამბედაობა წაართვას. ქრისტიანებს არ ეშინიათ სამყაროს აღსასრულის. ჩვენ ველოდებით უფალ იესოს, რომელიც მოვა დიდი დიდებით, გაანადგურებს ბოროტებას და განიკითხავს ყველა ერს, მაგრამ ასეთი იმედის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავსხდეთ და ჩუმად ვუყუროთ იმას, რაც ხდება და მივცეთ ბოროტებას ტრიუმფის შესაძლებლობა“, - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა და დასძინა, რომ „იოლია სულიერ სიმშვიდეს მოკლებული ადამიანით მანიპულირება“.