1761112972
უცხოეთი
რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმას კიევში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმას კიევში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
„შაჰედის“ ტიპის დრონების სამიზნეში მოექცა ზაპოროჟიეც. თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და კერძო სახლებში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია 13 ადამიანი.
აფეთქებების სერია იყო სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებშიც. სუმზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. ჩერნიგოვის რეგიონზე განხორციელებულ იერიშს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ათასი ადამიანი კი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.