Loading data...
რუსეთის იერიშს უკრაინის ქალაქებზე მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 6 ადამიანი

„12 სექტემბრის ღამესა და დილას, რუსულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზე, კრივოი-როგზე, დნეპრსა და ზაპოროჟიეზე, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება

ოდესაში თექვსმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. შეტევის შედეგად ასევე დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და გაზსადენები.

კრივოი-როგში და დნეპრში თავდასხმის სამიზნე სამრეწველო საწარმოები გახდა.

ზაპოროჟიეში დრონები საცხოვრებელ ზონებში აფეთქდა, რამაც კერძო სახლები დააზიანა.

კიევის რეგიონში სულ თხუთმეტი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის შვიდი კერძო სახლი, სატრანსპორტო საშუალება, საწყობები და ელექტროგადამცემი ხაზი.