1773907411
უცხოეთი
რუსეთის იერიშის გამო ხერსონისა და დონეცკის ოლქებში ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
რუსულმა ძალებმა ხერსონსა და დონეცკის ოლქებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხერსონისა და დონეცკის ოლქის ხელმძღვანელების თქმით, რუსების იერიშების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
„24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქის დასახლებებზე დრონებისა და არტილერიის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს. კერძოდ, სამიზნე იყო - ბერისლავი, ბელოზერკა, ანტონოვკა, სტანისლავი, კიზომისი, კომიშანი და ხერსონი.
ოკუპანტებმა სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ტერიტორიები დაბომბეს. სროლის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა და 21 კერძო სახლი, ასევე დამხმარე ნაგებობა, გაზის მილები, ავტოფარეხი და მანქანები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.