Loading data...
რუსეთის იერიში ზაპოროჟიეზე - დაღუპულების რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის შორის 3 ბავშვია

9 ოქტომბრის ღამეს რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. 

როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის კი 3 ბავშვია. 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად, ასევე დაშავდა 18 ადამიანი. 

ზაპოროჟიეზე იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა - „მოსკოვმა დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეზე დარტყმით გადაიხადა.“ 

11 ოქტომბერი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოცხადდა.