Loading data...
რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე 81 დრონია ჩამოგდებული - გუბერნატორი

უკრაინულმა ძალებმა დრონებით რუსეთის ბრიანსკის ოლქზე მასიური შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში 81 უკრაინული დრონი იყო განადგურებული. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, დასახლება ლოპუშში ორი ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია 5 საცხოვრებელი სახლი და ორი ავტომობილი.

შეტევა ასევე ფსკოვის ოლქზეც განხორციელდა. ქალაქ ველიკი ლუკიში უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შემდეგ ნავთობის ბაზაზე ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

დრონებით იერიშის გამო ფსკოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. აეროპორტში გეგმა „ხალიჩა“ ამოქმედდა.