1787750868
უცხოეთი
რუსეთის ამურის გაზქიმიურ კომპლექსში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ამურის ოლქში მდებარე გაზქიმიური კომპლექსის მშენებლობის დროს ხანძრის გაჩენის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. აქედან 6 ჩინეთის მოქალაქეა, ჩინეთის 9 მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ხანძრის დროს საერთო ჯამში 152 ადამიანი დაშავდა, 36-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ხანძარი ამურის გაზქიმიურ კომპლექსში 25 აგვისტოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა მხოლოდ მომდევნო დღეს გახდა შესაძლებელი.
ქარხნის პრესსამსახური იუწყება, რომ ხანძრის შედეგად დამხმარე ტექნოლოგიურ მონაკვეთზე გაჩნდა. კომპლექსის ძირითადი მოწყობილობები არ დაზარალებულა.