Loading data...
რუსეთის 4 რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ოთხ რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

რუსული მხარის თქმით, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე სამი, ხოლო რიაზანის, ბელგოროდის და კურსკის ტერიტორიაზე თითო დრონი ჩამოაგდეს. 

ამასთან, ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ დრონებმა რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.